Baby Bag

„ეს ოთხი ბიჭი, ჩემი უდიდესი სტიმულია ცხოვრებაში...“ - ნახევარ წუთში წასაკითხი ამბავი

„ეს ოთხი ბიჭი, ჩემი უდიდესი სტიმულია ცხოვრებაში...“ - ნახევარ წუთში წასაკითხი ამბავი

ანუკი არეშიძის ჩვენება Mercedes Benz Fashion Week-ის ფარგლებში, ვაკის პარკში გაიმართა. შოუს ბოლოს დიზაინერი მაყურებლის წინაშე თავის ოთხ შვილთან ერთად წარსდგა, რამაც საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია.

ჩვენების დასრულების შემდეგ ანუკიმ ინსტაგრამზე გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და ქალებს მიმართა:

„ყველას უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის, უდიდესი შრომა ჩავდეთ მეც და ჩემმა გუნდმაც და მინდა მადლიერება გამოვხატო თითოეული მათგანის მიმართ.

პ.ს. ბოლოს ეს ოთხი ბიჭი, ჩემი უდიდესი სტიმულია ცხოვრებაში, ვიყო ჩემი საქმის მიმართ ერთგული და თავდადებული, ასევე ერთგვარი გზავნილია, რომ შეგვიძლია ვაკეთოთ ჩვენი საქმე და ამავდროულად, ვიყოთ აქტიური დედები💖 მოკლედ გოგოებო წინ! ჩვენი ოცნებების ასრულებისკენ!“ - წერს ანუკი არეშიძე.

 

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ შვილის დაბადების დღისთვის ტორტის ვარიანტებს არჩევთ, ნახეთ ნიკოლა კალაძის ტორტი

თუ შვილის დაბადების დღისთვის ტორტის ვარიანტებს არჩევთ, ნახეთ ნიკოლა კალაძის ტორტი

მშობლებისთვის შვილის დაბადების დღის სამზადისი განსაკუთრებულია. ყველა დეტალს დიდი ყურადღება ექცევა. რა თქმა უნდა, სადღესასწაულო ტორტი დაბადების დღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტია.

ტორტის უამრავი ვარიანტია, თუმცა დღეს გთავაზობთ თბილისის მერის, კახა კალაძისა და დიზაინერ ანუკი არეშიძის, უმცროსი ვაჟის, ნიკოლას სადღესასწაულო ტორტს, რომელსაც ინსტაგრამზე ანუკი ასაჯაროებს.

კახა კალაძისა და ანუკი არეშიძის უმცროსი შვილი, ნიკოლა კალაძე 4 სექტემბერს 1 წლის ​გახდა.

წაიკითხეთ სრულად