Baby Bag

„ეს ოთხი ბიჭი, ჩემი უდიდესი სტიმულია ცხოვრებაში...“ - ნახევარ წუთში წასაკითხი ამბავი

„ეს ოთხი ბიჭი, ჩემი უდიდესი სტიმულია ცხოვრებაში...“ - ნახევარ წუთში წასაკითხი ამბავი

ანუკი არეშიძის ჩვენება Mercedes Benz Fashion Week-ის ფარგლებში, ვაკის პარკში გაიმართა. შოუს ბოლოს დიზაინერი მაყურებლის წინაშე თავის ოთხ შვილთან ერთად წარსდგა, რამაც საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია.

ჩვენების დასრულების შემდეგ ანუკიმ ინსტაგრამზე გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და ქალებს მიმართა:

„ყველას უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის, უდიდესი შრომა ჩავდეთ მეც და ჩემმა გუნდმაც და მინდა მადლიერება გამოვხატო თითოეული მათგანის მიმართ.

პ.ს. ბოლოს ეს ოთხი ბიჭი, ჩემი უდიდესი სტიმულია ცხოვრებაში, ვიყო ჩემი საქმის მიმართ ერთგული და თავდადებული, ასევე ერთგვარი გზავნილია, რომ შეგვიძლია ვაკეთოთ ჩვენი საქმე და ამავდროულად, ვიყოთ აქტიური დედები💖 მოკლედ გოგოებო წინ! ჩვენი ოცნებების ასრულებისკენ!“ - წერს ანუკი არეშიძე.

 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,განსაკუთრებით პატარა მელოდება, ჩემ გარეშე არ იძინებს” - ერთი დღე კახისთან და მის ოჯახთან საგანგებო მდგომარეობაში (ვიდეო)

როგორია თბილისის მერის ოჯახის ერთი დღე საგანგებო მდგომარეობის დროს. კახა კალაძის ოჯახს „იმედის კვირა“ ესტუმრა. ნახეთ როგორ ცხოვრობენ კალაძეები კარანტირინის რეჟიმში.


წაიკითხეთ სრულად