Baby Bag

„ეს ოთხი ბიჭი, ჩემი უდიდესი სტიმულია ცხოვრებაში...“ - ნახევარ წუთში წასაკითხი ამბავი

„ეს ოთხი ბიჭი, ჩემი უდიდესი სტიმულია ცხოვრებაში...“ - ნახევარ წუთში წასაკითხი ამბავი

ანუკი არეშიძის ჩვენება Mercedes Benz Fashion Week-ის ფარგლებში, ვაკის პარკში გაიმართა. შოუს ბოლოს დიზაინერი მაყურებლის წინაშე თავის ოთხ შვილთან ერთად წარსდგა, რამაც საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია.

ჩვენების დასრულების შემდეგ ანუკიმ ინსტაგრამზე გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და ქალებს მიმართა:

„ყველას უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის, უდიდესი შრომა ჩავდეთ მეც და ჩემმა გუნდმაც და მინდა მადლიერება გამოვხატო თითოეული მათგანის მიმართ.

პ.ს. ბოლოს ეს ოთხი ბიჭი, ჩემი უდიდესი სტიმულია ცხოვრებაში, ვიყო ჩემი საქმის მიმართ ერთგული და თავდადებული, ასევე ერთგვარი გზავნილია, რომ შეგვიძლია ვაკეთოთ ჩვენი საქმე და ამავდროულად, ვიყოთ აქტიური დედები💖 მოკლედ გოგოებო წინ! ჩვენი ოცნებების ასრულებისკენ!“ - წერს ანუკი არეშიძე.

 

შეიძლება დაინტერესდეთ

ნიკოლოზ ბასილაშვილის გერმანელი შეყვარებული - შარლოტას ფოტოები ინსტაგრამიდან

ნიკოლოზ ბასილაშვილის გერმანელი შეყვარებული - შარლოტას ფოტოები ინსტაგრამიდან

2 დღეა ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული სპორტსმენის, ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ აქტიურად წერს მედია. წერენ მასზე, მის მამაზე, ყოფილ მეუღლესა და გერმანელ შეყვარებულზე.

როგორც ირკვევა, საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელის რჩეული გერმანელი შარლოტა ჰელენაა. ნიკოლოზს მასთან ერთად გადაღებული ფოტოები ინსტაგრამზე არ აქვს გამოქვეყნებული, ჰელენას კი მხოლოდ ერთი ერთობლივი ფოტო აქვს განთავსებული.

იხილეთ შარლოტას ფოტოები ინსტაგრამიდან

„ცოტაოდენი სიყვარული ხომ არ გინდათ?“ - ამ წარწერით აქვეყნებს შარლოტა ერთობლივ ფოტოს, რომელიც თებერვალშია გადაღებული.


შეგახსნებთ, რომ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი ედება არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში. იგი თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 ათასი ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუა განცხადებით, ჩოგბურთელი დანაშაულს არ აღიარებს. აღნიშნულის შესახებ მან გუშინ მიმართვაც გაავრცელა.

წაიკითხეთ სრულად