ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია სინოფარმით აცრილებსა და კოვიდგადატანილებისთვის მიღებულ ახალ გადაწყვეტილებაზე საუბრობს. მისი თქმით, ნებისმიერი ვაქცინით შეიძლება ბუსტერ დოზის გაკეთება, გარდა ასტრაზენეკას ვაქცინისა:
,,სინოფარმით აცრილებს შეუძლიათ მესამე დოზა იგივე ვაქცინა გაიკეთონ, თუმცა მათ ასევე აქვთ საშუალება გაიკეთონ ფაიზერის ვაქცინა. რაც შეეხება კოვიდგადატანილ ადამიანს, თუ ისედაც ვაქცინირებული იყო, მისი იმუნიტეტი მყარი უნდა იყოს და ისინი იმ პირველ ჯგუფში არ შედიან, რომლებსაც ბუსტერ დოზა სჭრიდებათ. თუმცა 6 თვის გასვლის შემდეგ, მიზანშეწონილი იქნება, რადგან ჯერჯერობით მყარი დასაბუთება, რომ ანტისხეულები დიდხანს ნარჩუნდება, არ გვაქვს, '' - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
რაც შეეხება სინოვაკის და სინოფარმის ეფექტურობას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ორივე ვაქცინა ეფექტურია, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, ანტისხეულების ტიტრი იკლებს, ეს დაახლოებით 6 თვეში ხდება.
,,903 000 აცრილიდან 11 000 დაინფიცირდა კოვიდით, ანუ 1,21%''
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმეგოვი ვაქცინაციის შესახებ სტატისტიკას აქვეყნებს:
,,903 000 აცრილიდან 11 000 დაინფიცირდა კოვიდით ანუ 1.21%
აცრილებს შორის გარდაიცვალა 23 ადამიანი ანუ 0.00025%
პ.ს. ცნობისთვის 903 000 აუცრელის ინფიცირის დროს იღუპება 9-10 ათასამდე ადამიანი.
ინფომარციის წყაროა საზოგადოებრივი მაუწყებელი, ოფიციალური მონაცემები მალე იქნება ხელმისაწვდომი დაავადებათა კონტროლის ცენტრის მორიგ ანგარიშში,'' - აღნიშნავს ბიძინა კულუმბეგოვი.