რა სიმპტომები გვაფიქრებინებს, რომ ძუძუს კიბოსთან გვაქვს საქმე და რა არის გამომწვევი მიზეზები? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ონკოქირურგი, მამოლოგი თამარ აბულაძე.
- რამდენად ხშირია ძუძუს კიბო ქალებში?
- ქალთა ონკოლოგიურ დაავადებათა შორის ძუძუს კიბო პირველ ადგილზეა, შემდეგ მოდის საშვილოსნოს ყელის და ტანის სიმსივნეები, ბოლო პერიოდში შეინიშნება ძუძუს კიბოს გაახალგაზრდავების ტენდენცია 35 და ზემოთ ასაკში.
- ძირითადად, რა არის გამოწვევი მიზეზები?
- რისკფაქტორების ჯგუფიდან აღსანიშნავია:
ადრეული მენარხე (მენსტრუალური ციკლის დაწყება);
გვიანი მენოპაუზა (კლიმაქსი);
ხშირი აბორტები, გენეტიკური განწყობა, განსაკუთრებით, პირველი ხაზის ქალბატონებში (დედა და დეიდა);
ენდოკრინული და დისჰორმონალური ცვლილებების მოშლა, ასაკოვან ქალბატონებში პოსტრავმული წარმონაქმნები.
ონკოლოგიური დაავადების რისკს ზრდის ჰორმონალური დისბალანსის შედეგად მიმდინარე პროცესები, რომელშიც ჩართულია მთელი ენდოკრინული სისტემა. ამ პროცესს მიეკუთნება მასტოპათია, განსაკუთრებით საყურადღებოა მისი კვანძოვანი ფორმა, სწრაფად მზარდი ფიბროადენომა (ფილოიდი), სქელკედლიანი კისტები, სადინარშიდა პაპილომა, რომელიც კლინიკურად მხოლოდ სისხლიანი, ან მუქი ყავისფერი გამონადენით ხასიათდება, ხშირია პოსტრავმული წარმონაქმნები, განსაკუთრებით ხანდაზმულ ქალბატონებში, იგი დაზიანებული ან დაჟეჟილი ქსოვილიდან ვითარდება იქ, სადაც იყო ეგრედწოდებული ჰემატომა. მისი ალაგების შემდეგ ხშირია კარგად პალპირებადი წარმონაქმნი.
- რა სიმპტომები გვაფიქრებინებს, რომ მკერდის კიბოსთან გვაქვს საქმე?
- საეჭვო ნიშნებს შორის აღსანიშნავია: ძუძუს ფორმის შეცვლა, კანის გასქელება (ლიმონის ქერქი), გასინჯვადი წარმონაქმნის არსებობა, გადიდებული იღლიის ლიმფური კვანძები, ძუძუს თავის დვრილის ჩაბრუნება, სისხლიანი გამონადენი.
- როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან და როდის მივმართოთ ექიმს?
- იმისათვის, რომ დროულად მოხდეს ძუძუს კიბოს პრევენცია, საჭიროა ქალბატონებმა დროულად ჩაიტარონ სკრინინგი და ნებისმიერი საეჭვო ნიშნის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართონ ექიმ მამოლოგს. გისურვებთ ჯანმრთელობას!
„ნაღველი რეაგირებს ქარზე, თებერვალში რევოლუცია ხდება ბუნებაში და ასეთივე რევოლუცია ხდება კუჭ-ნაწლავში,“- ნინო ვაშაკიძე
არატრადიციული მედიცინის სპეციალისტმა ნინო ვაშაკიძემ ნაღვლის ბუშტის პრობლემებზე ისაუბრა, რომელსაც განსაკუთრებული გამწვავება თებერვლის თვეში ახასიათებს:
„დილას რომ გავიღვიძებთ, უნდა მოვეფეროთ ნაღველს, ნაღვლიანად არ უნდა ვიყოთ და არ უნდა გავბრაზდეთ. აქ საუბარია მრისხანებაზე. ერთ-ერთი, რაზეც რეაგირებს ნაღველი არის ეს. ნაღველი რეაგირებს ქარზე, არასწორ საკვებზე. თებერვალში ავღნიშნავთ, რომ თებერვლის პაციენტები მოვიდნენ. თებერვალში რევოლუცია ხდება ბუნებაში და ასეთივე რევოლუცია ხდება კუჭ-ნაწლავში.“
ნინო ვაშკიძის თქმით, ჩვენს სხეულში მოძრავი ტალღები სიხშირეს, ამპლიტუდასა და სიჩქარეს იცვლიან, რაც ტკივილის არეალის მონაცვლეობას იწვევს:
„ჩინეთში რომ ჩავედი, იქ ვიკითხე, ყველაზე მეტი დაზიანება რომელ მერიდიანშია. მერიდიანი არის ტალღა, რომელიც მოძრაობს ჩვენს სხეულში. მას აქვს თავისი ტრაექტორია, სიხშირე, ამპლიტუდა და სიჩქარე. ტრაექტორია, რა თქმა უნდა, არ იცვლება. დიდი ხნის განმავლობაში ეს ეგონათ ზღაპარი, მერე აღმოჩნდა, რომ არ არის ზღაპარი. თანამედროვე აპარატურა გვაძლევს საშუალებას, რომ ეს ტრაექტორია დავინახოთ. როდესაც იცვლება სიხშირე, ამპლიტუდა ან სიჩქარე ამ ტალღის, იმის გაყოლებაზე შეიძლება დაგვეწყოს თავის ტკივილი, რომელსაც უწოდებენ ნაღვლის ბუშტის თავის ტკივილი, ასევე თვალის პრობლემა, თვალის ბუდის ტკივილი, კისრის ტკივილი. არ მეზარება და ხშირად ვიმეორებ ნაღვლის ბუშტის ტრაექტორიას. შემდეგ არის ყურის უკან ტკივილი, შეიძლება ადამიანს ეგონოს, რომ წნევა აქვს, კისრის მალები ხდება სუსტი წერტილი.“
„იცის ვითომ გულის შეტევა, რომელიც წააგავს გულის შეტევას, მაგრამ 50-60 წლის ასაკში ასეთ ადამიანებს, ალბათ, დასჭირდება შუნტირება, სტენტირება. ძალიან საფრთხილოა ნაღვლის ბუშტი. შეიძლება ფეხის მეოთხე თითი ტკიოდეს ადამიანს, სხვა არაფერი და ესეც ნაღვლის ბუშტია. იცის შებერილობა, შეკრულობისკენ ან აშლილობისკენ მიდრეკილება, ასევე არასასიამოვნო გემო პირში და ნადები. ნაღვლის ბუშტმა ასევე იცის თავბრუსხვევა,“- აღნიშნულ საკითხზე ნინო ვაშაკიძემ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „პოსტალიონი“ ისაუბრა.